საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი შეაფასა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აქვს შესაძლებლობა თავისი პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად დაამტკიცოს ევროპის და აშშ-ს მასშტაბით.
მანამდე კი გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში, ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდა. გაიმართა კადეტებთან შეხვედრა და დისკუსია. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას აკადემიის ორი ქართველი სტუდენტი ზვიად ჯოლოხავა და ლუკა ნადირაძე ესწრებოდნენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო XIV - ე საერთაშორისო ფორუმში „მშვიდობა და განვითარება ცვალებად სამყაროში“.