საქართველოს პრეზიდენტი ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში

29 სექტემბერი 2018, 00:00 1462 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი  ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიას ეწვია. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნები.  გიორგი მარგველაშვილისა და ქართული დელეგაციისთვის „ვესტ პოინტის“ აკადემიის ისტორიული ტური მოეწყო.

გაიმართა კადეტებთან შეხვედრა და დისკუსია. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრა.  სტუდენტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით დაინტერესდნენ. შეკითხვები დაისვა ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას აკადემიის ორი ქართველი სტუდენტი ზვიად ჯოლოხავა და ლუკა ნადირაძე ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი