ცვლილება საპრივატიზაციო ნუსხაში

28 სექტემბერი 2018, 00:00 2509 ნახვა

ქობულეთში საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ნუსხაში  ცვლილებები შევიდა. სიას  დაემატა 64 კვადრატული მეტრი ტერიტორია ჩაქვში. ორი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა კი რომელიც ვერულიძის ქუჩასა და სოფელ წყავროკაში მდებარეობს, საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს, რადგან აღნიშნული ტერიტორიები აუქციონის გზით უკვე გასხვისდა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი