აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრის კონკურსი

27 სექტემბერი 2018, 00:00 2150 ნახვა

 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს  წევრის - მრჩევლის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსში განაცხადების წარდგენა დასრულდა. კონკურსის დასრულებიდან 5 დღეში 5 წევრიანი კომისია დაკომპლექტდება, 15 დღის შემდეგ, მათ საკანონმდებლო ორგანოს ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლის არანაკლებ 3 კანდიდატურა უნდა წარუდგინონ. 

მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც, ზაზა ხალვაშმა თავმჯდომარის და საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  განკარგულების თანახმად, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და 10 წლის მუშაობის გამოცდილება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია უნდა წარადგინონ.

ამავე კატეგორიაში