25 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექტემბერი 2018, 00:00 2827 ნახვა

ზუსტად 25 წლის წინ დაეცა სოხუმი. საკუთარი სახლის იძულებით დატოვება მოუხდა ასიათასობით ადამიანს. სამხედრო დაპირისპირების შედეგად  დავკარგეთ ტერიტორიები და  ათასობით მოქალაქე.  ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

 ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზეთის ომის კადრები, რომლებიც რეპორტაჟშია გამოყენებული, გადაღებულია აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლების: მარინა კუპრეიშვილისა და ვახტანგ თოდუას მიერ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი