საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

27 სექტემბერი 2018, 00:00 2048 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  111 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 42  საპატიმრო დაწესებულებებს დღესვე დატოვებს. შეწყალებულებს  შორის ერთი არასრულწლოვანი და სამი ქალია.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 69 პირს სასჯელი შეუმცირდა. 

ზვიად ქორიძის თქმით, პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე გადაეგზავნა.

შეწყალების კომისია 19-23 სექტემბრის პერიოდში მუშაობდა და 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი