აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრის კონკურსი 

26 სექტემბერი 2018, 00:00 2151 ნახვა

 აჭარის უმაღლესის საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის - მრჩევლის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული. კონკურსის ვადის ამოწურვამდე ერთი დღე რჩება. ამ დროისთვის დარეგისტრირებული კანდიდატი გიგა ჩხარტიშვილია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში 2015 წლიდან მუშაობს, ბოლო სამი წელია გაყიდვებისა და დონორების მოზიდვის მენეჯერის თანამდებობა უკავია.

კონკურსის დასრულებიდან  5 დღეში კომისია დაკომპლექტდება, 15 დღის შემდეგ, მათ საკანონმდებლო ორგანოს ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლის არანაკლებ 3 კანდიდატურა უნდა წარუდგინონ, იმ შემთხვევაში თუ ერთზე მეტი კანდიდატი არ იქნება წარდგენილი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით, კონკურსი 15 დღით გახანგრძლივდება.მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც, ზაზა ხალვაშმა თავმჯდომარის და საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  განკარგულების თანახმად, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და 10 წლის მუშაობის გამოცდილება. მრჩევლობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადი მსურველებმა, დავით გაბაიძის სახელზე უნდა შეიტანონ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია უნდა წარადგინონ.

ამავე კატეგორიაში