მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია. სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე. შპს „კოლორპაკმა“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წელს ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 1 600 000 დოლარის კრედიტი.
კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის შესწავლის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა განჩინება შპს ,- ს სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე. დოკუმენტაციის ამოღება მიზნად ისახავს მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამით მიღებული თანხების ხარჯვის მონიტორინგის შესწავლას და შპს ,,კოლორპაკს“ არ ეზღუდება საქმიანობის შესაძლებლობა. ნათქვამია უწყების განცხადებაში.