სამკაულები, სათამაშოები და ხის ნაკეთობები ქედიდან - კულტურის სახლთან არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილების მასწავლებლები წლებია ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს. აწყობენ გამოფენა-გაყიდვას. დარგი ზოგიერთი მოსწავლისთვის უკვე იქცა შემოსავლის წყაროდ.
ამასთან მსურველებს უსასყიდლოდ ასწავლიან ხეზე კვეთას, მინანქართან მუშაობას, ქარგვას და ქსოვას. ამბობენ რომ დაინტერესება საკმაოდ დიდია, ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებიც.