ხელვაჩაურის საბავშვო ბაღში უვარგისი ხორცის შეტანას ცდილობდნენ

25 სექტემბერი 2018, 00:00 4106 ნახვა

ხელვაჩაურის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში უვარგისი ხორცის შეტანის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. რასაც ადასტურებენ მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში.

ბაღების გაერთიანებამ, 300 კილოგრამიდან  4 დაიწუნა. უხარისხო ხორცი მიმწოდებელ კომპანიას უკან დაუბრუნეს და შპს წერილობით გააფრთხილეს.  

რა მდგომარეობაა რეგიონის სხვა ბაღებში? სურსათის ეროვნული სააგენტო ამ  კვირიდან სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგს იწყებს.

ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციებიდან რაც აქამდე მიიღეს, ნაწილი რამდენიმე მუნიციპალიტეტში არ შესრულებულა. მიზეზად არასაკმარის ფინანსებს ასახელებენ.

ბოლო წლებში რეკომენდაციები ძირითადად შენობებში არასათანადო ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას და სასმელი წყლის ხარისხს  ეხებოდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი