ფერეიდნელი ქართველის სახელმძღვანელო ქართული ენის შესახებ და ბათუმელი მწერლის წიგნი ქართველ ფერეიდნელზე - სოსო მიქელაძე, იგივე ჰოსეინ მიქელანი ბათუმშია, იგი ერთ-ერთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას გეგმავს. მან უკვე გადადგა მთავარი ნაბიჯი და ქართულ-სპარსული სახელმძღვანელო შექმნა, ამბობს რომ მთავარი გზავნილი და მცდელობა ფერეიდნელი ქართველების ხელშეწყობა და ქართული ენის პოპულარიზაციაა.
ირანის რესპუბლიკის 14 სოფელში დღესდღეობით, დაახლოებთ 30 ათასი წარმოშობით ქართველი ცხოვრობს. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია - სოსო მიქელაძე ქართულ ენას ირანში უკვე 20 წელია ასწავლის. მის ისტორიას კი ცოტა ხანში წიგნად ბათუმელი ნიაზ ზოსიძე გამოსცემს.