დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ამომრჩევლებს ხვდება. მას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
დღევანდელ შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ, შეძახილით მიმართა და განაცხადა რომ იგი არ შეიძლება, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი”.
მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განცხადება დღეს “ქართული ოცნების” პრესსამსახურმა გაავრცელა.