გზების დაბეტონების სამუშაოები მიმდინარეობს ხელვაჩაურში. ინფრასტრუქტურა უკვე მოწესრიგდა სოფელ შუშანეთში, პროცესი მუნიციპალიტეტის 64-ივე სოფელში გაგრძელდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შიდა გზების კეთილმოწყობა „სოფლის მხარდაჭარის პროგრამით” მიმდინარე წლის 20 ოქტომრამდე უნდა დაასრულოს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 401 ათას 335 ლარია.