ცესკოს ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

23 სექტემბერი 2018, 00:00 1703 ნახვა

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ  ცენტრალური საარჩევნო კომისია ინფორმაციას ავრცელებს. მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.ცესკო, საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს საარჩევნო უბნების გახსნას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი