ჩაქვში ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 337 ათას ლარად ბეტონის საყრდენი კედელი, გოფრირებული მილი, რკინა ბეტონის კონსტრუქცია და ასფალტობეტონის საფარი მოეწყო.
შესრულებული სამუშაოები საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა.