ზუგდიდის ყოფილი მერის საქმე

17 სექტემბერი 2018, 00:00 2260 ნახვა

ზუგდიდის ყოფილი მერი ამბობს, რომ ის პროვოკაციის მსხვერპლია. ლაშა გოგიას იმედი აქვს, რომ  გამოძიება ობიექტურად წარიმართება და მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. მან დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე, თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზეც ისაუბრა. 

მისი თქმით, იგი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ქრთამის აღების მუხლით დაიწყო. "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ამავე კატეგორიაში