საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 111 მოსწავლე პორტაბელური და პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვეს. 5 გამარჯვებულ სკოლას კი მხატვრული ლიტერატურა გადაეცა.
საგნობრივ ოლიმპიადაში, სახვითი ხელოვნების კონკურსში, ლიტერატურულ მარათონში, დაწყებითი და საბაზო საფეხურის კონკურსში წელს 15 ათასამდე მოსწალე მონაწილეობდა. მომავალი წლიდან ოლიმპიადების რიცხვი გაიზრდება და რამდენიმე მიმართულება დაემატება.