აჭარაში 2 ექიმს სამედიცინო საქმიანობის უფლება ჩამოართვეს

12 სექტემბერი 2018, 00:00 5455 ნახვა

აჭარაში 2 ექიმს სამედიცინო საქმიანობის უფლება ჩამოართვეს. რეგიონში კიდევ ორ მედიკოსს მუშაობის უფლება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს, 5 კი წერილობით გააფრთხილეს. ჯამში ბოლო 6 თვეში საქართველოს მასშტაბით სულ 160 ექიმს დაეკისრა პასუხისმგებლობა. 

მონაცემები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რამდენიმე კვირის წინ მიაწოდა.  

ექიმების კვალიფიკაციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ ''მთავარის'' ეთერშიც ისაუბრა. დავით სერგეენკოს თქმით,  სახელმწიფომ  ხელი უნდა შეუწყოს ექიმებს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღებაში და არა ლიცენზიების შეჩერებაში. 

''ექიმების კვალიფიკაციის შემოწმებას და ლიცენზიის გაჩერებას ჩვენ არ ვგეგმავთ, ვგეგმავთ აღვადგინოთ და ხელი შევუწყოთ ექიმებს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის სისტემურად მოგვარებაში,  რომ მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ მათ, უკეთესად უმკურნალონ პაციენტებს. როდესაც ქართველ ექიმებზე ვსაუბრობ დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო თითოეულ მათგანს.  მათ შეძლეს ის რაც შეძლეს, 90-აინი წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და სახლიდან მოტანილი რესურსებით მკურნალობდნენ მოქალაქეებს''.

მინისტრი ამბობს, რომ სამედიცინო შეცდომები სხვა ქვეყნებშიც ხდება და საქართველო გამონაკლისი არ არის. 

''ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგონ და არა ისე, რომ სხვაგან უარესია და ჩვენთან უკეთესი. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც საექიმო შეცდომების შეფასების ბრწყინვალე სისტემაა აქვთ, ადამიანების სიკვდილიანობის მესამე მიზეზი საექიმო შეცდომაა. წელიწადში ეს არის 250 ათასი ადამიანი. თუ მაჩვენებელს გადმოვიყვანთ ჩვენს მოსახლეობაზე, კლინიკებში საექიმო შეცდომით დღეში 8 ადამიანი უნდა კვდებოდეს, საბედნიეროდ ასეთი არ ხდება, მაგრამ არა გვაქვს სისტემა, რომელიც უტყუარად განსაზღვრავს ამას'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მინისტრმა. 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საჩივრების უწყვეტ რეჟიმში განიხილავს, კონტროლის დეპარტამენტმა გასულ წელს, შესწავლილი 170 შემთხვევიდან პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დააკისრა.

მაუწყებელმა აღნიშნულ თემაზე რეპორტაჟი 22 აგვისტოს მოამზადა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი