საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით - თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ხელისუფლებას საქართველოს ინტერესების დაცვისა და უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ერთობლივად. დეტალური საუბარი შედგა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან და რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს დაცულობასა და უსაფრთხოებაზე.