რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს ქართული ოცნება მხარს, დღეს გახდება ცნობილი. პარლამენტის ვიცე სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, ჰყოლოდა თუ არა კანდიდატი თუ დაეჭირა მხარი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის.
როგორც ამბობს, თუ კი ქართული ოცნება არც ერთ კანდიდატს არ დაუწერს მხარს, ეს საზოგადოებას დააბნევს.