ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ზეწოლაზე საუბრობს

07 სექტემბერი 2018, 00:00 2080 ნახვა

მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული ტელეკომპანია „იბერია.“  არხის მფლობელები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი აცხადებენ, რომ ტელევიზიის მთავარი დამფინანსებელი კომპანია „ომეგა ჯგუფი“ პარალიზებულია. ტელევიზია სახალხო დამცველისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვს მხარდაჭერას.  არხის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი შექმნილ ვითარებას  მედიაზე ზეწოლად აფასებს.

აცხადებს, რომ იგი  პრობლემის მოგვარების მიზნით სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაეცნობა. განცხადებას პასუხობენ საპარლამენტო უმრავლეობაში. ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მედიის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და ტელევიზიის ბრალდებები უსაფუძვლოა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი