ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ისაუბრეს. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე კონფლიქტის მოგვარებისა და შერიგების საკითხებს განიხილავენ. ქართულმა მხარემ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბრა.
სხდომა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გახსნა. ქეთევან ციხელაშვილი გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება.