ერთიანი ნაციონალური მოძრაობ ვოლსკის ქუჩის კეთილმოწყობას ითხოვს. ლევან ანთაძე ამბობს რომ სასმელი წყლის მილების დაზიანების გამო ქუჩაზე დაახლოებით 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ადგილზე წყალი გროვდება, ასევე მოსაწყობია ტროტუარები და არ მუშაობს სანდასუფთავების სამსახური.
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ,,ბონდი 2009“ - თან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები 1 კვირაში დაიწყება. სულხან ევგენიძის თქმით 5 მილიონიანი პროექტი, რომელიც 14 ქუჩის კეთილმოწყობას ითვალისწინებს 2019 წელს დასრულდება. გაკეთდება სანიაღვრე არხები, ტროტუარები და დაიგება ასფალტის საფარი.