რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის პარალელურად ამ დრომდე გრძელდება აქცია პერფომანსი. აქცია ფორუმის მონაწილეების რეგისტრაციის დროს დაიწყო. რომლის ორგანიზატორიც სამოქალაქო ორგანიზაცია „ რუსეთი ოკუპანტია“. ამ გზით ვლადიმერ პუტინის დაფინასებული ფორუმის საქართველოში ჩატარებას აპროტესტებენ.
მათი განმარტებით ფორუმის მიმდინარეობას ვერ ჩაშლიან, თუმცა მონაწილეებს დისკომფორტს შეუქმნიან.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები სასტუმროს ფოიეში, სადაც ღონისძიება მიდმინარეობს, არ შეუშვეს და აქცია ამ დრომდე ქუჩაში გრძელდება. რამდენჯერმე სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. აქტივისტებმა ფორუმში მონაწილე მწერალს დიმიტრი კოსარევს აუხსნეს, რატომ აპროტესტებდნენ ღონისძიებას. მედიაფორუმის წინააღმდეგ პერმანენტული აქცია 7 სექტემბრამდე გაიმართება.