დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების განხილვა

04 სექტემბერი 2018, 00:00 1796 ნახვა

მთელი დღეა მიმდინარეობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა.  ცნობილია, რომ „ევროპული საქართველო 6 სექტემბერს აპირებს დოკუმენტის კენჭისყრაზე გატანას, მმართველი გუნდი კი დასკვნის საკუთარ ვერსიას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუკი დარწმუნდებიან რომ უმცირესობის დოკუმენტი მიუღებელია მათთვის. „ევროპულმა საქართველომ“ დღეს რამდენიმე რეკომენდაცია და პუნქტი წარადგინა, მათ შორის დაასახელა კონკრეტული გამომძიებლებისა და სხვა სამართალდამცველების სახელები და გვარები, რომლებიც მათი თქმით უნდა გათავისუფლდნენ სამსახურიდან, პროკურატურამ კი გამოძიება უნდა დაიწყოს. მსგავს მოთხოვნებს აბსურდულს და სამართლებრივი საფუძვლებისგან დაცლილს უწოდებს უმრავლესობა.

კამათის საგანი იყო კვლავ მირზა სუბელიანის და მიხეილ კალანდიას პასუხისმგებლობის ნაწილი. რას გადაწყვეტენ კანონმდებლები და როგორი ფორმით დამტკიცდება დასკვნა საბოლოოდ ჯერ უცნობია. პარალელურად ცნობილი გახდა რომ  პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი გადადგა თანამდებობიდან. ხათუნა ბარაბაძე ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი