პროფილაქტიკური აცრები, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

04 სექტემბერი 2018, 00:00 1832 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. შესაბამისი ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებებით, მშობელი ვალდებული იქნება, შვილს ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს ეროვნული კალენდრით განსაზღვრული სავალდებულო პროფილაქტიკური აცრები ჩაუტაროს.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გეგმური აცრები სავალდებულო გახდება, მისი არჩატარების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან სანქციები არ დაწესდება.მისივე ინფორმაციით, პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობას უკვე ასრულებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი