ფილმ „ნამეს“ The Hollywood Reporter-მა სტატია მიუძღვნა

01 სექტემბერი 2018, 00:00 1865 ნახვა

ფილმ „ნამეს“ რომელსაც „ოსკარის“ ნომინაციაზე საქართველოდან წარადგენენ, The Hollywood Reporter​-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა. როგორც გამოცემა წერს ფილმის საერთაშორისო პრემიერა ტოკიოს კინოფესტივალზე შედგა. „ნამე“  საქართველოს მთებში მცხოვრები ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, სადაც მამას მისი შვილის დახმარებით უცნაურ პრობლემებთან გამკლავება უწევს.

ნამე ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგოა, რომელიც სოფელში ყველა გაჭირვებულს ეხმარება და კურნავს. სურათი საქართველო - ლატვიისა და საფრანგეთის ერთობლივი ნაწარმოებია. მოხვდება თუ არა ქართული ფილმი „ოსკარის“ ნომინანტებს შორის, დეკემბერში გაირკვევა. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი