ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღნიშნეს. მე-11 ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის წევრებმა, ოპერაციის რაიონში იმიტირებული კომბინირებული პატრული განახორციელეს. სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მისი მიზანი თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ევაკუაცია იყო.
ქართველი, პოლონელი, ჩეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სპორტული აქტივობები ჩატარდა, გაიმართა შეჯიბრი ინტელექტუალურ თამაშებშიც. 31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს, დაწესდა.1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.