ოსკარზე საქართველოდან ზაზა ხალვაშის ''ნამე'' წარადგინეს

31 აგვისტო 2018, 00:00 10439 ნახვა

„ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოდან, ბათუმელი რეჟისორის ზაზა ხალვაშის "ნამე" იბრძოლებს. გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო.

ფილმში მოქმედება აჭარის მაღალმთიანეთში ხდება. რეჟისორი ძველ ქართულ მითოლოგიაზე დაყრდობით ერთი ოჯახის ისტორიას აცოცხლებს, სადაც მამა ქალიშვილი და სამი ძმა, მღვდელი, მოლა და ათეისტი ცხოვრობენ. გოგონა ზებუნებრივი ძალითაა დაჯილდოებული. სოფელში ყველა გაჭირვებულს ეხმარება და ავადმყოფებს კურნავს.

ფილმი “ნამე” ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტი და საქართველო-ლიტვის ერთობლივი ნამუშევარია.

რეჟისორმა ფილმისთვის ძირითადად არაპროფესიონალი და დებიუტანტი მსახიობები შეარჩია. ერთ-ერთ მთავარს როლს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ოპერატორი ალეკო აბაშიძე თამაშობს.

ნამე” გასულ წელს ტოკიოს 30-ე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშიც იყო. 

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში