ენმ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

31 აგვისტო 2018, 00:00 1831 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი ირმა ხოროიშვილი პარტია "ქართულ ოცნებას" აჭარაში წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებებით, საარჩევნო შტაბების დაკომპლექტება პარტიული ნიშნით ხორციელდება და მაღალი თანამდებობის პირები პროცესებზე გავლენას ახდენენ. ირმა ხორიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებზე აქტიურად არიან ჩართული ხელვაჩაურის მერი და ადმინისტრაციის თანამშრომელი.

ოპოზიციის წევრის განცხადებით ამის დამადასტურებელი ფოტო ვიდეო კადრებიც გააჩნია. ხელვაჩაურის  მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას არ იზიარებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უარყოფს. მისივე თქმით,  მსგავსი ფაქტი მერიის შენობაში არ განხორციელებულა, იგი  ირწმუნება, რომ იმ  შემთხვევაში თუ რომელიმე თანამშრომელი კანონის საწინააღმდეგო ქმედებას განახორციელებს თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად დაისჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი