მოქალაქეები ახალი მუნიციპალური ავტობუსებით ხვალ უფასოდ იმგზავრებენ

31 აგვისტო 2018, 00:00 3660 ნახვა

ხვალ, პირველ სექტემბერს ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. საუბარია მხოლოდ იმ 15 ავტობუსებზე, რომელიც მერიამ ქალაქში რამდენიმე დღის წინ შემოიყვანა.

''ბათუმის ავტოტრანსპორტის'' წარმომადგენელთა ინფორმაციით,  ლურჯი ავტობუსები ხვალ სამ სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ. ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით კი მგზავრობა უფასო იქნება. 

მუნიციპალური ავტობუსები  ქალაქში 7 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს 23 საათამდე მოემსახურებიან. 

გადაადგილების გრაფიკი ასეთია:

№6 ავტობუსი მოძრაობას ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს, გაივლის ლერმონტოვის, გრიბოედოვის,  ჯავახიშვილის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩებს და თბილისის მოედანზე გაჩერდება, უკუმიმართულებაც იგივე იქნება.

აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, ხვალ მუნიციპალური ავტობუსები ორი მარშრუტით იმოძრავებენ. 

№10ა - აეროპორტის გზატკეცილი, აბუსერიძის ქუჩა ''კარფურამდე'', შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს იუსტიციის სახლის მიმართულებით, შარტავას ქუჩა, ხიმშიაშვილი, რუსთაველის ქუჩა და მახინჯაური.

№10 ავტობუსი კი აეროპორტის გზატკეცილიდან, აბუსერიძის ქუჩაზე გადავა, შემდეგ შარტავას, ხიმშიაშვილის და რუსთაველის ქუჩებს გაივლის და მოძრაობას მწვანე კონცხზე დაასრულებს. 

40  ახალი მუნიციპალური ავტობუსი ბათუმში ოქტომბრიდან იმოძრავებს. 1 სექტემბრიდან კი მხოლოდ 15 ტრანსპორტი. ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, და  1.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო.  წლის ბოლომდე ტრანსპორტის ამ რაოდენობას კიდევ 25 ერთეული დაემატება. 

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობასა და იბიარდს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა.  ძველ ავტობუსებთან შედარებით ახალი ტრანსპორტი  ხარჯს 50%-ით შამცირებას, რაც შეეხება მგზავრობის საფასურის გადახდის წესებს, უკვე დაინერგა უკონტაქტო გადახდის გაუმჯობესებული სისტემა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი