ხაშურში ხანძრის ლოკალიზება   ვერ ხერხდება

30 აგვისტო 2018, 00:00 1873 ნახვა

ხანძარია ხაშურშიც. მეხანძრე - მაშველები გუშინ გვიან ღამიდან ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას. იწვის ფოთლოვანი ხეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით უკვე დამწვარია 10 ჰექტარი ტყე. ტყის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ტყის სახანძრო სპეცმანქანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ.

პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე ასევე რჩება 220 მეხანძრე - მაშველი. ხანძრის ეპიცენტრში არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შიდა ქართლის გუბერნატორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი