ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 112 ფაქტი გამოვლინდა

30 აგვისტო 2018, 00:00 2203 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 112 ფაქტი გამოავლინეს.

მაკონტროლებლებმა 18 აგვისტოდან დღემდე, 89 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. „მანოკი" ამოიღეს. მონადირეები მას გადამფრენი ფრინველების მოსაზიდად იყენებდნენ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ინფორმაციით, ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან „მანოკი" ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალებაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი