პარლამენტის თავმჯდომარე საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს.
კობახიძე ფიქრობს, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება. . ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს არაპარტიულ კანდიდატს დაუჭერს. პარტიის პოლიტსაბჭო 10 სექტემბრამდე შეიკრიბება და საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.