შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა, ამჯერად მთავრობის კანცელარიასთან. აქციის მონაწილეები სასწავლებლისთვის სტუდენტების მიღების ერთი წლის ვადით შეზღუდვას აპროტესტებენ. „დადექი IBSU-ს გვერდით, დადექი განათლების დასაცავად!“ - ეს ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგია დღევანდლე აქციაზე.
აქციას ასევე შეუერთდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და ეს არის ერთგვარად დემირელის კოლეჯის მოვლენების გაგრძელება. ბათუმში კი პარალელს შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დახურვასთან ავლებენ. ცნობისთვის ამ სასწავლებლებს ერთმანეთთან, შეჩერებული უფლებების გარდა, მფლობელიც აკავშირებს.