81 წლის ასაკში ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. ამერიკელი სენატორი სიმსივნის ერთ-ერთი მძიმე ფორმით, აგრესიული გლიობლასტორმიით იყო დაავადებული. დიაგნოზი მას შარშან დაუსვეს და ოპერაცია გაუკეთეს. ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ მაკკეინი რამდენიმე წელი ტყვედჩავარდნილი იყო. 1987 წლიდან იყო არიზონას სენატორი 2008 წელს მაკკეინი რესპუბლიკელების სახელით პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა.
სენატორი რუსეთის მიმართ ხისტი მიდგომით გამოირჩეოდა. ამის გამო მან პრეზიდენტი ტრამპიც არაერთხელ გააფრთხილა. მაკკეინი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და მუდმივად ლობირებდა საქართველოს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში. მაკკეინის გარდაცვალებას მოკლე წერილით გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მის ოჯახს მიუსამძიმრა:"ჩემი ღრმა სიმპათია და პატივისცემა სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახს. გითანაგრძნობთ და ვლოცულობთ თქვენთვის".