ისევ შემოსაზღვრულია ტერიტორია ე.წ გოროდოკის დასახლებაში სადაც ხელყუმბარები აღმოაჩინეს. ესტაკადის მშენებლობისას, ასაფეთქებელი მოწყობილობა ტრაქტორისტმა იპოვა, რის გამოც ადგილზე მუშაობა დროებით შეწყდა. ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ,გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
„მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,რომ ტერიტორიაზე წლების წინ სამხედრო ბაზა ფუნქციონირებდა და ნაპოვნი იარაღი შესაძლოა სწორედ ამ ბაზას უკავშირდებოდეს.