ბათუმში მძაფრი სუნია. მოქალაქეები ანგისის დასახლებასა და ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებზე გაუსაძლის სუნზე ლაპარაკობენ. როგორც ამბობენ, ნაგვისა და ღია არხების სუნი ქუჩებში განსაკუთრებით საღამოს იგრძნობა. მოქალაქეები პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სუნს გადამამუშავებელი შენობა და ნაგავსაყრელი იწვევს. სუნს კი პერიოდულად ქარი ავრცელებს. სხვა კანონდარღვევითი საქმიანობა ინსპექტირების სამსახურს არ აღმოუჩენია.