ცვლილება ჯაზ-ფესტივალის პროგრამაში

20 ივლისი 2016, 00:00 3195 ნახვა

ცვლილებაა ჯაზ-ფესტივალის განრიგში-22 ივლისს ჯეიმი ქალუმი მაყურებლის წინაშე ვეღარ წარსდგება. ორგანიზატორების თქმით, თურქეთში განვითარებული პროცესების გამო არტისტმა სტამბოლის აეროპორტის გავლით ფრენაზე კატეგორიული უარი განაცხადა, სხვა ალტერნატივა კი ვერ გამოიძებნა. იმ მელომანებს, რომლებსაც ჯეიმი ქალუმის კონცერტის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ ნიკ ვესტის კონცერტზე დასწრება ან ბილეთების უკან დაბრუნება შეეძლებათ.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში