სარჩელი სტრასტბურგში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე

22 აგვისტო 2018, 00:00 1340 ნახვა

 „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.”  სარჩელს  წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გააგზავნის. გაიგზავნება ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნაც, რომელშიც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.სარჩელის გაგზავნას უახლოეს დღეებში აპირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროც.  ეს იქნება სახელმწიფოთაშორისი სარჩელი „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიური სასამართლო ექსპერტიზა გუშინ დაასრულა. არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი დაიღუპა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი