შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.
ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.