ზღვის წყლის ხარისხი სტანდარტებს შეესაბამება - ლაბორატორიული კვლევა

21 აგვისტო 2018, 00:00 2092 ნახვა

 ზღვის წყლის ხარისხი სტანდარტებს შეესაბამება - ასეთია ლაბორატორიული კვლევების შედეგები. გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები წყლის კვლევას, ზაფხულის სეზონზე, თვეში სამჯერ ატარებენ. დღეს სინჯები სარფის, კვარიათის, ბათუმის ცენტრალური პლაჟის,  აკვაპარკის და ქობულეთის მონაკვეთებზე აიღეს. 

აჭარის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში შემოწმება 5 სახის ცოცხალ უჯრედზე ტარდება. გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, დღემდე ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, წყალი შედარებით დაბინძურებული  ბარცხანის სანაპიროზეა, თუმცა ნორმის ფარგლებში. 

სპეციალისტების ინფორმაციით, წყლის ხარისხი საფრთხის შემცველი შავი ზღვის აჭარის აკვატორიის არც ერთ მონაკვეთზე არ არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი