ლიტერატურული ფესტივალი ''ზეკარი'' იწყება

21 აგვისტო 2018, 00:00 1651 ნახვა

28-დან 31 აგვისტოს ჩათვლით შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები ლიტერატურულ ფესტივალს „ ზე-კართან“  მასპინძლობს. დღეს სამუშაო  შეხვედრა შუახევისა და ხულოს მერებთან ორგანიზატორებმა გამართეს. ფესტივალიის ფარგლებში გაიმართება სემინარები, რომელსც ცნობილი ენათმეცნიერები და პროფესორები წაიკითხავენ.

მოეწყობა პოეზიის საღამოები. ფესტივალის მონაწილეები ადგილობრივ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიას გაეცნობიან,  მოინახულებენ ტურისტულ ობიექტებს.  ფესტივალის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კულტურული ტურიზმის განვითარებაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი