შსს დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

19 აგვისტო 2018, 00:00 1402 ნახვა

დიკლოს მიმართულებით რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც აღნიშნავენ, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ სასაზღვრო პოლიციის პოსტზე ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ. „19 აგვისტოს მედია საშუალებებში გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით, საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია და ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“, - აცხადებენ შსს-ში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი