„ბათუმობა“ წელს პირველ სექტემბერს გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დღესასწაულს განსხვავებული ფორმატი ექნება. იგი ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და მაზნიაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
მოიხატება ქუჩები და კედლები, დაიდგმება სპეციალური დეკორაციები. საღამოს გალა-კონცერტი გაიმართება. „ბათუმობაზე“ 3 „საპატიო ბათუმელს დაასახელებენ. ისინი ერთი თვის წინ ჟიურიმ ფარული კენჭისყრით შეარჩია.