ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების კონკურსი სრულდება

17 აგვისტო 2018, 00:00 1855 ნახვა

დღეს სრულდება ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების კონკურსი.  იგი 10 აგვისტოს დაიწყო და ამ დროისათვის დათვალიერება 550-ზე მეტმა მიკროავტობუსმა გაიარა. კონკურსის შედეგები სამ დღეში გამოქვეყნდება, რომლის შემდეგ პრეტენდენტებს შედეგების გასაჩივრების საშუალება ექნებათ. 

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, კონკურსის შედეგად  სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსების რაოდენობა განახევრდება და ბათუმის ქუჩებში ყოველდრიურად, მაქსიმუმ 250 მიკროავტობუსი იმოძრავებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი