სასტუმრო ''ველმონდს'' ტურისტები ტოვებენ

17 აგვისტო 2018, 00:00 2031 ნახვა

სასტუმრო ''ველმონდს'' დამსვენებლები ტოვებენ. ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაციას სტუმრების შენობიდან გასაყვანად 6 საათი რჩება.

როგორც „ველმონდის“ ადვოკატი აცხადებს, სასტუმროს ექსპლუატაციის შეჩერების შემდეგ  უსწრაფესად, უწყებასთან კოორდინირებული მუშაობით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაციას შეასრულებენ.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით სასტუმროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა რჩება.

ვიზიტორები სხვადასხვა სასტუმროში გადაჰყავთ.

სასტუმრო ''ველმონდი'' დღეს 18 საათზე დაიხურება...

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი