ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელვაჩაურის მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძის განმარტებით, მერიამ სოფელ კაპრეშუმში 39 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობისთვის ტენდერში სასურველ კომპანიას გაამარჯვებინა. მისი თქმით, ასევე ხელოვნურად გაზრდილია სატენდერო თანხაც 3 მილიონ 335 ათასი ლარი, რადგანაც 2014 წელს 48 ბინიანი საცხოვრებელი 2 მილიონ ლარად აშენდა.
ხელვაჩაურის მერი აცხადებს, რომ გამარჯვებული კომპანია ჯერ არ გამოვლენილა. რაც შეეხება მშენებლობისათვის გაწერილ თანხას, ამას ჯუმბერ ვარდმანიძე სამშენებლო მასალების ფასების ზრდით ხსნის.