ბათუმში, თამარის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი მოქალაქე კი დაშავდა.
მედიკოსებმა ერთ-ერთი მათგანი მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული კაცი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
თამარის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.