საკონსტიტუციო სასამართლომ დეკანოზ მამალაძის ადვოკატების სარჩელი განხილვაში მიიღო

15 აგვისტო 2018, 00:00 1651 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი განხილვაში მიიღო. ადვოკატები საკონსტიტუციო  სასამართლოსგან „სისხლის სამართლის კოდექსის“ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა.

დეკანოზი თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შეგახსენებთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

ამავე კატეგორიაში